Loading data...
გიორგი ვოლსკი ALDE-ს რეზოლუციაზე: არსებობს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ ადამიანები, ვინც პირდაპირ თავისი ქმედებებით დაპირისპირებული არიან ევროპულ სტანდარტებთან

„არსებობს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ ადამიანები, ვინც პირდაპირ თავისი ქმედებებით დაპირისპირებული არიან ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ALDE-ს რეზოლუციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ევროპის საგარეო საქმეთა მიმართულების ხელმძღვანელი კაია კალასი, ოჯახით მილიონობით შემოსავალს იღებდა რუსეთში ნაკეთები ბიზნესიდან.

„კაია კალასმა გამოაცხადა, რომ არ იცოდა მისი ქმარი რუსეთში ბიზნესით თუ იყო დაკავებული. მისმა ქმარმა თქვა, რომ არ ვიცოდი, თუ ეს აკრძალული იყოო. ეს ადამიანი დღეს საგარეო კურსს ხელმძღვანელობს.

არ ამბობენ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიქცა რევოლუციურ კომიტეტად. წლების განმავლობაში ფაქტობრივი მასალა დაგროვდა, რომ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვისაუბროთ იმაზე, რომ დესტაბილიზაცია იყო ამოცანა და რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ეს ფაქტები მათთვის არანაირი მნიშვნელობის მატარებელი არ არის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ომში საქართველოს ჩართვის გეგმაზეც ისაუბრა.

„უშველებელი გეგმაა, რომელიც გულისხმობს სწორედ ისეთი ხელისუფლების მოყვანას ქვეყნის სათავეში, რომელიც განახორციელებს იმ გეგმას, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ. ყველა მასალა ამასთან დაკავშირებით, რომ რევოლუციის მცდელობა იყო, ცეცხლი ენთო თბილისის ქუჩებში, პარლამენტის აღება იყო გეგმაში, პრეზიდენტის სასახლეზე შეტევა და ა.შ.“, - დასძინა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) 25 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პარტიულ კონგრესზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც „გმობს გაყალბებულ არჩევნებს“ საქართველოში და მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს ევროკავშირს.