Loading data...
გიორგი სოსიაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ერთმანეთს უპირისპირდებიან და ვერ იყოფენ შიდა პარტიულ ადგილებს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიულ ადგილებს ვერ იყოფენ.

„რადიკალებმა ამოწურეს თავიანთი რესურსი და ახლა უკვე შიდა დაპირისპირება აქვთ. ერთმანეთს უპირისპირდებიან და ვერ იყოფენ შიდა პარტიულ ადგილებს. საცირკო სანახაობად გადაიქცა ჩვენი ხალხისთვის მათი მდგომარეობა.

ნგრევის და უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ ჩვენს ქვეყანას. ახლა უკვე ფსკერს ქვემოთ არიან დაშვებულები. შიდა ძალაუფლებისა და თანხების გადანაწილებაზე აქვთ დაპირისპირება ერთმანეთში“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.