Loading data...
გიორგი სოსიაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმე, აღარ მთავრდება ეს დაუსრულებელი ტელესერიალები

ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმე, აღარ მთავრდება ეს დაუსრულებელი ტელესერიალები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე.

მისი თქმით, აღნიშნული ანგარიში პირდაპირ მიმართულია ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ.

„ბავშვობაში გვახსოვს, რომ დაუსრულებელი ტელესერიალები გადიოდა ხოლმე 90-იანების ბოლოს და ამას მაგონებს ამათი ქმედება. უდიდესი სიყალბე, ამ სიყალბეზეა აგებული ყველაფერი. დამოუკიდებელ ექსპერტად შერაცხეს ეს ადამიანი. პატრიცია გჟებიკი გახლავთ პოლონურ სახელისუფლებო წრეებთან აფილირებული ადამიანი. საგარეო საქმეთა უწყების საკონსულტაციო საბჭოს წევრი და წინასწარ დადებული დასკვნა შემოასაღეს საზოგადოებას, რომ თითქოს ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაა. პირდაპირ მიმართულია ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.