Loading data...
გიორგი სოსიაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ეს ქალბატონი პირდაპირ გამოდიოდა მოწოდებებით, უპირისპირდებოდა პოლიციას, უპირისპირდებოდა ქართულ სახელმწიფოს, პიროტექნიკით აღმართული დადიოდა რუსთაველის გამზირზე და გადაწვით ემუქრებოდა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას

მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი მედიასთან გამოეხმაურა „დროა“-ს ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ციხიდან გავრცელებულ მუქარას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ბულინგი, ადამიანის დაჩაგვრა, რევოლუციები ოპოზიციის სავიზიტო ბარათია.

„ეს ქალბატონი [ელენე ხოშტარია] პირდაპირ გამოდიოდა მოწოდებებით, უპირისპირდებოდა პოლიციას, უპირისპირდებოდა ქართულ სახელმწიფოს, პიროტექნიკით აღმართული დადიოდა რუსთაველის გამზირზე და გადაწვით ემუქრებოდა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას.

ახლა ბუნებრივია, ხალხს მოუწოდებს, რადგან უნდათ, რომ როგორღაც თავიანთი მომხრე ძალები მოიკრიბონ. რევოლუციები, სისხლიანი დაპირისპირება, ადამიანების დაჩაგვრა, ბულინგი და მუქარა არის მათი მთავარი სავიზიტო ბარათი“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.