Loading data...
გიორგი სოსიაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჯო უილსონის განცხადებები, „ნაცსექტის“ წარმომადგენელთა წინ და უკან სირბილი, ყელის მოღერება იქ და სელფების გადაღება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის

„დარწმუნებული ვარ, ჯო უილსონის განცხადებები, „ნაცსექტის“ წარმომადგენელთა წინ და უკან სირბილი, ყელის მოღერება იქ და სელფების გადაღება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებები საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს ერთი ერთში ემთხვევა.

„განსაკუთრებით, ჯეი დი ვენსის განცხადება - პირდაპირ პოლიტიკურ ტერორიზმში დაადანაშაულა ადამიანები, ორგანიზაციები, რომლებიც პოლიციელებზე ხელს აღმართავენ და სახელმწიფოს წინააღმდეგ ხალხს მოუწოდებენ. არის თუ არა იგივე სიტუაცია ჩვენთანაც, რით განსხვავდება? პოლიტიკური ტერორისტები არიან ესენიც, აბა ვინ არიან, როდესაც რუსთაველის გამზირზე ამდენ პიროტექნიკას დაასაწყობებენ, გამოიტანენ და ამხელა არეულობას აწყობენ, დედაქალაქის გადაწვა აქვთ განზრახული. პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს ასახიჩრებენ. ეს არის პოლიტიკური ტერორიზმი, სხვა ამას არაფერი ჰქვია. აშშ-ში რა განცხადებებიც კეთდება, ერთი ერთში ემთხვევა - ეს არის ერთი დიდი სენი. ცივილიზებული კაცობრიობისთვის „დიფ სთეითი“ ერთი ჭირია, როგორც საქართველოში ჩვენი საზოგადოებისთვის არის საფრთხის შემცველი, ისე აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. ამიტომაც, ვფიქრობ, უნდა დასრულდნენ ერთხელ და სამუდამოდ.

საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირდაპირ იქნება მათი საბოლოო წერტილი. ვერავითარი რევოლუციური სცენარი საქართველოში განხორციელებას ვერ პოვებს, ვინაიდან მოსახლეობა ძალიან კარად ხედავს რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა მან.