Loading data...
გიორგი კალანდარიშვილი: სიცრუეა, რომ ვინმემ ცესკოს ვებგვერდიდან რაიმე ინფორმაცია გააქრო

სიცრუეა, რომ ვინმემ რაიმე ინფორმაცია გააქრო და ეს შემიძლია დავადასტურო, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცესკოს გვერდიდან არაფერი არ იშლება.  

„თუ ხდება რაიმე ინფორმაციის განახლება, მათ შორის, შემაჯამებელ ოქმებს ეხება თუ სხვა ტიპის დოკუმენტაციას, რომელშიც ცვლილება შევიდა ეს სხვა საკითხია და თუ რაიმე ახლდება ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია ქრება.

მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ როდესაც გენდერული სტატისტიკის მიხედვით ხორციელდება ასეთი ტიპის შედარებების გაკეთება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გასარკვევია თუ რამდენად შეიცავდა ინფორმაციას სპეცსიებში არსებული გენდერული ნიშნით დათვლილი ამომრჩევლების, იმ სხვა კომპონენტების შესახებ, რომლებიც ზოგადად ამ პროცესში აუცილებელია, რომ დათვლილი იყოს. ან ასევე, რა გარემოებებს ეფუძნება ეს შეფასებები“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.