გიორგი კალანდარიშვილი: პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია
„პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მოლოდინი იმისა, რომ პროკურატურის შუალედური დასკვნიდან, შემდგომ, საბოლოო დასკვნისას რაიმე არსებითად შეიცვლება, არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ კენჭისყრას დღიდან ფაქტობრივად 3 თვე გავიდა და თუ რამე ბუნებაში, ხელშესახები არსებობდა და ვინმეს ასეთ მტკიცებულება ხელთ ჰქონდათ, ეს უნდა წარედგინათ და ბრალდება ბრალდებად არ უნდა დარჩენილიყო.
შუალედურმა დასკვნამ ცხადყო ის, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას, განსაკუთრებით მრავალჯერადი მონაწილეობის ნაწილში, ვერიფიკაციის აპარატის მრავალჯერადად გამოყენების, მარკირების თუ სხვა ნაწილებში, ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.