გიორგი კახიანი: უნგრეთი ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ამიტომ ბუნებრივია, ერთიორად არის გაზრდილი ჩვენი ყურადღება ამ არჩევნებთან მიმართებით
ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ზოგადად ევროპული ქვეყნებისთვის. ამიტომაც არის, რომ დღეს მთელი ევროპული საზოგადოების ყურადღება სწორედ აქეთკენ არის მიპყრობილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, უნგრეთი ყოველთვის იდგა საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე ამიტომ ბუნებრივია ერთიორად არის გაზრდილი საქართველოს ხელისუფლების ყურადღება ამ არჩევნებთან მიმართებით.
„ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საბოლოო ჯამში მოსახლეობის ნება იყოს ასახული.
ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ბოლო პერიოდში, როდესაც საქართველოს მიმართ ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან თავდასხმებს, უნგრეთი ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ამიტომ ამ თვალსაზრისითაც, ბუნებრივია, ერთიორად არის გაზრდილი ჩვენი ყურადღება ამ არჩევნებთან მიმართებით“, - აღნიშნა კახიანმა.