გიორგი კახიანი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთიანი ძალა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან და რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისთვის - სწორედ ამ ნიშნით გვაქვს მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი
„არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სამართლებრივად რაიმეს დასაბუთებულად წარმოუდგენენ დღეს ისინი სასამართლოს ჩვენი საჩივრის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეგეთი არგუმენტები არც არსებობს და ვერც წარმოადგენენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.
ერთი მხრივ ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი არის საჯარო და ჩვენი საზოგადოების ყოველ წევრს აქვს შესაძლებლობა, რომ თავად გააკეთოს დასკვნები და შეფასებები, რეალურად რა ძალის წინააღმდეგ გვაქვს ჩვენ შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი.
ამ ხნის განმავლობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ერთი რამ, რომ პირველ რიგში ეს არის ერთიანი ძალა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ძალა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისთვის. სწორედ ამ ნიშნით გვაქვს ჩვენ მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი“, - განაცხადა კახიანმა.