1763630791
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: 14 წლამდე ასაკის ბავშვები სჩადიან ქურდობებს... ამ ინიციატივის მიზანი არის ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალური კანონის მიღებას გულისხმობს.
მისივე თქმით, ინიციატივის მიზანი ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია და რეაბილიტაციაა.
„არასრულწლოვანები და, ხშირ შემთხვევაში, 14 წლამდე ასაკის ბავშვები სჩადიან ქურდობებს და გარკვეულ კრიმინალურ ქმედებებს. ყველაფერმა ამან, ბუნებრივია, ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა ჩვენი კანონმდებლობაც. ამ ინიციატივის მიზანი არის ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია“, - აცხადებს გიორგი კახიანი.