Loading data...
გიორგი გამსახურდია საპროტესტო აქციებზე: ეს არის ძალადობრივი სპექტაკლი, რომელიც ცდილობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოარყიოს, წინააღმდეგობის რაღაც ილუზია შექმნას

გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის რადიკალურ გეგმებსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო გასული წლის საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის გეგმა მაინც ძალადობრივი და რადიკალური იყო.

„მათ [ოპოზიციას] სჭირდებოდა სრული ძალაუფლება და რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო [საპარლამენტო არჩევნები], მათზე ჩაშლილი დავალების სახით გაწერილი სცენარი იყო შემდეგი: ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო ძალადობრივი გზით, მათ ყოველთვის რადიკალური სცენარი ჰქონდათ. ეს ყველაფერი უნდა გადასულიყო დაპირისპირებაში და ძალადობრივი გზით უნდა დაბრუნებულიყო „ნაცმოძრაობა“ და არა ის პოლიტიკური კოქტეილი, რომელიც ამ პერტიების სახით იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

მან თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებიც შეაფასა და „სულელური პერფორმანსები“ უწოდა.

„ეს [პოლიციისთვის] წინააღმდეგობის გაწევაც არ არის, ეს არის ძალადობრივი სპექტაკლი, რომელიც ცდილობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოარყიოს, წინააღმდეგობის რაღაც ილუზია შექმნას. აკეთებენ რაღაც სულელურ პერფორმანსებს. ცდილობენ, რომ სახელმწიფო რაღაც გამოწვევის წინაშე დააყენონ“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.