Loading data...
გიორგი გამსახურდია ოპოზიციასა და მათ დამფინანსებლებზე: ერთი წლის წინ, თავიანთი ჭკუით დამხობას გვიპირებდნენ, მაგრამ მიიღეს ის, რაც მიიღეს - ვერ დაამხობთ ქართულ სახელმწიფოს, ვერასდროს მოვა თქვენთვის სასურველი პროქსი მთავრობა

გიორგი გამსახურდია 2025 წლის 4 ოქტომბრის ვერშემდგარ რევოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ჩანერგილი „ნაცაქტივის” დარაზმვის მიუხედავად, შედეგს ვერ მიაღწიეს.

მისი განცხადებით, რევოლუციური პროცესების დამკვეთებმა და დამფინანსებლებმა უნდა გამორიცხონ, რომ ოდესმე ქართულ სახელმწიფოს დაამხობენ და მათთვის სასურველი პროქსი მთავრობა მოვა ქვეყნის სათავეში.

„ზუსტად 1 წლის წინ, თავიანთი ჭკუით დამხობას გვიპირებდნენ, მანამდე კიდევ 2024 და 2023 წელსაც იგივე უნდოდათ, დარაზმეს თავიანთი ჩანერგილი ხელმომწერი „ძიპლომააწები“ და ა.შ ნაცაქტივი, მაგრამ მიიღეს ის, რაც მიიღეს.

დამკვეთებს და დამფინანსებლებს, თვალში პატარები მოვეჩვენეთ ალბათ და ხელმომწერებს კიდევ, ღალატის ხარჯზე წარმატების სურვილმა წასძლიათ. ვერ დაამხობთ ქართულ სახელმწიფოს, ვერასდროს ვერ მოვა თქვენთვის სასურველი პროქსი მთავრობა, გამორიცხეთ ეგ ამბავი. ის კარგი ხალხი კიდევ, ოკეანის გადაღმა, კიდევ ორი ვადით იქნებიან, შესაბამისად, მხარდაჭერის იმედიც ნუ გექნებათ კარგა ხანი.

P.S. ისე, ამ ამოდენა „ძიპლომაწმა“ ხალხმა, სალო ნათლიას, ზურა გირჩს, ბუკას და ა.შ. როგორ დაუჯერეთ? ან პაპუნას და კიდევ ვიღაცებს?,” - წერს გიორგი გამსახურდია.