გიორგი გამსახურდია: ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს, ძალიან ბევრი ფულია შეჭმული და ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ თავიანთი დამკვეთები დღეს სთხოვენ
„ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა ჰკითხა, რა ხდება ოპოზიციაში და რას ვერ იყოფენ ეს ადამიანები.
„დაპირისპირება არახალია მათში, უბრალოდ აქამდე გარეთ არ ჟონავდა. ახლა პიკზეა. ერთმანეთს აბრალებენ შეცდომებს. ამ ხალხმა ვერ შეიგნო, რომ მათი ავტორიტეტი არ არის საზოგადოებაში იმდენი, რომ თუნდაც რაიმე მცირედი მოახდინონ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავისი თავის გარდა ყველგან ეძებენ ამის მიზეზებს. ერთმანეთს ვერ იტანენ და რომ ჰქონდეთ საშუალება, ფიზიკურადაც გაუსწორდებიან ერთმანეთს. ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს. მათი ამოსავალი წერტილი არის ფინანსები და ძალაუფლება. მომხვეჭელი ტიპები არიან. ძალიან ბევრი ფულია შეჭმული და ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ თავიანთი დამკვეთები დღეს სთხოვენ. საშინლად ბინძური ადამიანები არიან და საშინლად ბინძურ პროცესთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა გამსახურდიამ.