1775730589
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან, დასჯადი უნდა გახდეს, ის ქმედებები რაც დღეს ჩვენ რუსთაველზე
გიორგი გამსახურდია 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოეხმაურა.
„წარმოუდგენელი მოცემულობაა, რომ პოლონეთში და ყველგან, სადაც ფეხი დამიდგია, გლოვის და საერთო ეროვნული ღირებულების ადგილას, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, მსგავსი კი არა, მიახლოვებულიც იკადროს.
ეს ჩვენი აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან. მართლაც რომ პრივატიზირებული აქვთ ის ღირებულებები, რომელ ღირებულებებსაც ახლაც ებრძვიან და მანამდეც ებრძოდნენ.
დასჯადი უნდა გახდეს, ის ქმედებები რაც დღეს ჩვენ რუსთაველზე ვნახეთ და რასაც უკვე წლები ადგილი აქვს მთაწმინდის პანთეონში ოღონდ, სხვების მხრიდან. არ მაინტერესებს, ვინ მიიღებს მაგაში მონაწილეობას, ეს უნდა აიკრძალოს“, - აცხადებს გიორგი გამსახურდია.