გიორგი გახარია: დიახ, ვემზადებით, გიდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით

„დიახ, ვემზადებით, გიდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით“, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.
[თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე კატეგორიულად უარს] რა თქმა უნდა, არ ვამბობ. გიდასტურებთ, რომ კატეგორიულად უარს არ ვამბობ და ვერავინ ვერ მათქმევინებს იმიტომ, რომ ეს ჩემი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და ვერანაირი წნეხი, მარჯვნიდან, მარცხნიდან, სახელებს არ დავასახელებ, რომლებიც სხედან ახლა და რაღაცაზე ოცნებობენ...
ყოველთვის ვამბობ იმას, რისი გადათქმაც შემდგომ ძალიან იშვიათად ხდება... ახლა თქვენ დაგიდასტურეთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომლებიც თუ ჩატარდა ერთად, გასაგებია, თუ ჩატარდა ცალ-ცალკე, გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როცა მივიღებთ და არავის საქმე არ არის ეს... გიდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.