Loading data...
გიორგი გაბუნია: პოლიტიკური ლიდერშიფი, რომელიც ევროკავშირს მართავს, არის ძალიან სერიოზული პრობლემა თავად ევროკავშირისთვის, მათ მიერ განხორციელებული საგარეო და საშინაო პოლიტიკა არის ის ძალიან რთული ჩიხი, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს

„პოლიტიკო“ ახლა საუბრობს ამ საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლება იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობდა და საუბრობს, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ  გიორგი გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი პოლიტიკური ლიდერშიფი, რომელიც ევროკავშირს მართავს, არის ძალიან სერიოზული პრობლემა თავად ევროკავშირისთვის.

„დღევანდელი პოლიტიკური ლიდერშიფი, რომელიც ევროკავშირს მართავს, არის ძალიან სერიოზული პრობლემა თავად ევროკავშირისთვის. მათ მიერ განხორციელებული საგარეო და საშინაო პოლიტიკა არის ის ძალიან რთული ჩიხი, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, თუ არსებითად არ მოხდა ამ პოლიტიკის გადასინჯვა“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ევროპის საგარეო პოლიტიკის მზარდი ჩავარდნა უკრაინის დაფინანსების სირთულეებით დაწყებული, ირანთან ომზე ფრაგმენტული რეაქციით დასრულებული, დიპლომატიის ძირეულ გარდაქმნაზე სულ უფრო მკაფიოდ მიუთითებს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO აქვეყნებს.