გიორგი გაბუნია ოპოზიციაზე: საცოდავ მდგომარეობაში არიან - გახლეჩილი და ორად არის გაყოფილი

„არჩევნებში ჩართვაზე უარი და ბოიკოტის გამოცხადება ხელს შეუწყობს იმას, რომ ნაკლები იყოს რადიკალიზაცია, დაპირისპირება და საარჩევნო პროცესი წარიმართოს მშვიდ, კონკურენტულ და ღია პირობებში“, - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.
„რადიკალურ ოპოზიციაში რაც ხდება, [აჩვენებს, რომ] საცოდავ, ცუდ მდგომარეობაში არიან - გახლეჩილი და ორად არის გაყოფილი, რაც ძალიან კარგია. მათ პატრონებს, რომლებიც გარედან აძლევენ დავალებებს, მხოლოდ ერთ ნიშნულამდე მიჰყავთ ეს ადამიანები - პროცესის მაქსიმალურ რადიკალიზაციამდე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვაზე უარი და ბოიკოტის გამოცხადება ხელს შეუწყობს იმას, რომ არჩევნებში ნაკლები იყოს რადიკალიზაცია, დაპირისპირება და საარჩევნო პროცესი წარიმართოს მშვიდ, კონკურენტულ და ღია პირობებში“, - აცხადებს გიორგი გაბუნია.