Loading data...
გიორგი გაბუნია: ოპოზიცია გაერთიანდება თუ არა, პოლიტიკური პროცესები არ შეიცვლება, მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ

ოპოზიციის პოლიტიკურ სივრცეს შეხედეთ. ისინი ერთი ამოცანის ქვეშ მოქმედი რადიკალური ჯგუფები არიან, რომელთაც გარე დავალებები, დაფინანსებები აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

„ერთი წელია, პარლამენტში ვარ და თვე არ გავა, კითხვა არ დამისვან, რომ ოპოზიცია ერთიანდება და სერიოზული ხდება. ამ ფაქტს არ და ვერ შევესწარი-მოვესწარი. აქ ვართ და ვნახავთ, თუ გაერთიანდებიან. რატომ უნდა გვაღელვებდეს ან გვაშინებდეს? შარშან ორი არჩევნები ჩატარდა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა მოიპოვა.

ოპოზიციამ საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. საზოგადოების განწყობა კარგად ჩანს. გაერთიანება იდეის ირგვლივ ხდება. რა იდეის ირგვლივ ერთიანდებიან? ოპოზიციის პოლიტიკურ სივრცეს შეხედეთ.

მოჩვენებითად დაყოფილი არიან, ხან ერთმანეთს ელაპარაკებიან, ხან არა, ისინი ერთი მიზნისა და ამოცანის ქვეშ მოქმედი რადიკალური ჯგუფები არიან, რომელთაც გარე დავალებები, დაფინანსებები აქვთ. ზოგიერთი ქვეყნის ელჩთან ერთად განცხადებებს აკეთებენ.

მათი პოლიტიკური აზროვნების მასშტაბი ამით შემოიფარგლება. ამიტომ ისინი გაერთიანდებიან თუ არა, საქართველოში პოლიტიკური პროცესები არ შეიცვლება, რადგან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ“, - აღნიშნა გაბუნიამ.