გიორგი გაბუნია მარტა კოსის განცხადებაზე: თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტი
„თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას.
გაბუნიას თქმით, ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმ არაჯანსაღი დამოკიდებულებისა, რა დამოკიდებულებებიც არსებობს ქვეყნების მიმართ, რომელთაც სურთ განავითარონ საკუთარი დემოკრატია.
„ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმ არაჯანსაღი დამოკიდებულებისა, რა დამოკიდებულებებიც არსებობს ქვეყნების მიმართ, რომელთაც სურთ განავითარონ საკუთარი დემოკრატია, დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ჰქონდეთ ურთიერთობა აშშ-სთან და ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც მათთვის სასარგებლო და მიზანშეწონილია. ეს არის არასწორი პოლიტიკა და ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც რეალურად თავად ევროკავშირისთვის არის დამაზიანებელი“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.