Loading data...
გიორგი გაბუნია: ქალბატონი კალასი ევროკავშირის ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერი გიორგი გაბუნია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.

გაბუნია აღნიშნავს, რომ კალასის განცხადება საქართველოს მიმართ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.

„ქალბატონი კალასი ევროკავშირის ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისა და დისკუსიისთვის. ცალმხრივად, მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილით გამოცხადება გადაწყვეტილებების ბრიუსელიდან, კონკრეტული დირექტივების მოსმენა და ამის უაპელაციოდ აღსრულება, არის მიუღებელი.

ქალბატონი კალასის განცხადება არის მიზანმიმართული ნაწილი იმ კამპანიისა, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლა გაიზარდოს“, - აღნიშნა გაბუნიამ.