Loading data...
გიორგი გაბუნია: გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება ყურადღებით არის

„გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით“, - განუცხადა „იმედის კვირას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, ეს არის მიზანმიმართული გეგმა ეკლესიის ავტორიტეტის დასასუსტებლად.

„ეს არის გარკვეული კოორდინაციით შექმნილი მცირე ჯგუფი, რომელსაც აქვს პირდაპირი დავალება, რომ თავს დაესხას ეკლესიას და მოახდინოს ეკლესიის დისკრედიტაცია, ვინაიდან მათ შიდა თუ გარე პატრონებს არასდროს მოსწონდათ ეკლესიის მაღალი ავტორიტეტი, ეკლესიის მაღალი სანდოობა საზოგადოებაში.

ამიტომ, ეს გეგმა ჩვენ რასაც ვხედავთ, მიზანმიმართული გეგმაა, რომელიც მიზნად ისახავს ეკლესიის ავტორიტეტის შესუსტებას, ეკლესიის დასუსტებას. მაგრამ აქ ერთი რამ უნდა ითქვას, ჩვენი აწ უკვე გარდაცვლილი პატრიარქის ყველაზე დიდი დამსახურება არის ის, რომ დღეს ეკლესია ისეთი ძლიერია, ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. ამ სიძლიერეს და ამ ერთიანობას ეს თითო-ოროლა ბედოვლათი ნამდვილად ვერ მოერევა და ამას ნამდვილად ვერავინ შეძლებს. ყველაზე მთავარი რაც არის, რომ დღეს ეკლესიის ირგვლივ არის ერი.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით. ჩვენ ვართ ერთიანნი ჩვენი ეკლესიის ირგვლივ და ასეთი ადამიანები ვერაფერს დააკლებენ ეკლესიას“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.