Loading data...
გიორგი გაბუნია ესტონეთის ელჩის სომხეთში გადაყვანაზე: საქართველოს ამით არც არაფერი მოემატება და არც არაფერი დააკლდება, სამწუხაროდ, ელჩის საქმიანობა იყო აბსოლუტურად უსუსური და აბსოლუტურად უშედეგო საქართველოსთან მიმართებით

„ჩვენ ესტონეთს ვეღარ განვიხილავთ, როგორც ახლო პარტნიორ ქვეყანას, მისი ხელმძღვანელების მხრიდან წარმოებული პოლიტიკის გამო“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.

მისივე თქმით, ელჩის საკითხი მათი გადასაწყვეტია.

„საქართველოს ამით არც არაფერი მოემატება და არც არაფერი დააკლდება. უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ელჩის საქმიანობა იყო აბსოლუტურად უსუსური და აბსოლუტურად უშედეგო საქართველოსთან მიმართებით“, - აღნიშნა გაბუნიამ.

როგორც ცნობილია, ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს.