Loading data...
გიორგი გაბუნია: ეს არის ძალიან დროული გადაწყვეტილება, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაჩნდება უფრო მეტი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დასაქმდნენ

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება სწორი და დროულია.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.

„ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო პრაქტიკით და ამ განკარგულებით დადგინდა კონკრეტული სტანდარტები იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა ამ სტანდარტების შესაბამისად შეძლონ დასაქმება. 

ეს არის ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის  გაჩნდება უფრო მეტი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დასაქმდნენ, იმისთვის, რომ მიიღონ შრომითი სარგებელი.

ვფიქრობ, აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში, მოგვცემს კონკრეტულ დადებით შედეგებს, რაც დადებითად აისახება ჩვენს მოსახლეობაზე“, - აცხადებს გიორგი გაბუნია.