Loading data...
გიორგი გაბუნია: ჩვენ დამაჯერებელ, მე-10 გამარჯვებას მოვიპოვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში

„ქართული ოცნება“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ჩვენ დამაჯერებელ, მე-10 გამარჯვებას მოვიპოვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ადგილი არ არის ხელისუფლების არცერთ შტოში.

„რადიკალური ოპოზიცია რეალურად მიიღებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამას ქვეყნისთვის და მით უმეტეს, საქართველოს ხელისუფლებისთვის არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.

რა თქმა უნდა, ეს ძალები არიან პირდაპირ დაფინანსებული გარედან და ელოდებიან გარე დავალებებს, ამის მიხედვით იმოქმედებენ. შესაბამისად, ამიტომ არის გაურკვეველი მათი პოზიციები და მათი პასუხები საზოგადოების წინაშე.

ერთი რამ შემიძლია გითხრათ დარწმუნებით, „ქართული ოცნება“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ჩვენ დამაჯერებელ, მე-10 გამარჯვებას მოვიპოვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში.

ნათლად უნდა აღინიშნოს, „ნაცმოძრაობა“ როგორც საპარლამენტო ცხოვრებიდან გავიდა, ასევე, უნდა გავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონის მმართველობიდან. მათი ადგილი არ არის ხელისუფლების არცერთ შტოში“, - აღნიშნა გაბუნიამ.