1755332919
პოლიტიკა
გიორგი დოხტურიშვილი: დიდი პატივი და შესაძლებლობაა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს, სამგორის რაიონს და ჩვენს უბანს - მესამე მასივს, სადაც გავიზარდე, გამოწვევებთან ერთად წინ ბევრი გამარჯვება გველოდება

დიდი პატივი და შესაძლებლობაა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს, სამგორის რაიონს და ჩვენს უბანს მესამე მასივს, სადაც დავიბადე და გავიზარდე, - წერს სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი დოხტურიშვილი სოციალურ ქსელში.
ის მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ გუნდსა და მხარდამჭერებს თანადგომისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის.
„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და პირადად კახი კალაძეს გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს და თითოეულ ადამიანს თანადგომისთვის.
გამოწვევებთან ერთად წინ ბევრი გამარჯვება გველოდება, რომელსაც ერთად აუცილებლად მივაღწევთ!“, - წერს დოხტურიშვილი.