Loading data...
გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციაზე: მათ შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ წინ არის, თუმცა რა დავალებაც ექნებათ საერთაშორისო აქტორების მხრიდან, ისე მოიქცევიან

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება კვლავ გაგრძელდება, თუმცა მათი შემდგომი მოქმედებები, მისი შეფასებით, საერთაშორისო აქტორებისგან მიღებულ დავალებებზე იქნება დამოკიდებული.

„მათ შორის [ოპოზიციას] დაპირისპირება ჯერ კიდევ წინ არის, თუმცა რა დავალებაც ექნებათ საერთაშორისო აქტორების მხრიდან, ისე მოიქცევიან, ასე აკეთებდნენ წლების წინ, ასე აკეთებენ დღესაც და ალბათ ასე მოიქცევიან მომავალშიც, ეჭვი არ მეპარება.

როდესაც პოლიტიკოსი არ ეკუთვნის თავის თავს და არ ემსახურება საკუთარი სამშობლოს ინტერესებს და ემსახურება უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებას და დავალებას, ზედმეტია საუბარი რაიმე წარმატებაზე“, - აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე.