გიორგი ჩაკვეტაძე: მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის დარჩენილი ხაბეიშვილის - ე.წ. ანიტას და ჯონ დიპიროს იმედზე, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, IRI-ს პროგრამების ხელმძღვანელმა ჯონ დიპირომ ოპოზიციისთვის სამოქმედო გეგმა მოამზადა.
ჩაკვეტაძე ჯონ დიპიროს მოუწოდებს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს დაკავებული და ეჭვმიტანილი სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფთან თანამშრომლობაში.
პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და მოვუწოდებ, რომ სანამ რაიმე ჰგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ამ ადამიანებს სხვა არაფერი არ დარჩენიათ თუ არა ის, რომ როგორმე განახორციელონ მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოტაჟი. ასე რომ, მათი ეს მცდელობები განწირულია სრული წარუმატებლობისთვის“, - აღნიშნავს ჩაკვეტაძე.