1774903935
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: მხოლოდ პოზიტიურ სიგნალად შეგვიძლია განვიხილოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან
მხოლოდ პოზიტიურ სიგნალად შეგვიძლია განვიხილოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.
„ჩვენს სახელმწიფოს ერთ-ერთი უდიდესი გეოპოლიტიკური ფუნქცია აქვს. საქართველოს შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს შავი ზღვის უსაფრთხოების, რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის კუთხით.არსებობს პერსპექტივა, ქვეყნებს შორის ურთიერთობები განახლდეს, გაჯანსაღდეს და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს“, - წერს ჩაკვეტაძე.