გიორგი ჩაკვეტაძე გახარიას პარტიაზე: საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო, რომ თითქოს კონსტრუქციულები იყვნენ, ეს იყო კოორდინირებული მათი საერთაშორისო პატრონების მხრიდან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ ნაწილს დესტრუქციულობის იარლიყი მიანიჭეს, მეორე ნაწილს კი კონსტრუქციულობის საფარი
„ვალდებულებაც კი გვქონდა, რომ მსგავს პარტიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიგვეღო“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ სახელისუფლებო პარტიის ახალი საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
„გახარია წარმოადგენს წლების განმავლობაში პარტიას - „გახარია უცხოეთისთვის“. ეს იყო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, რომ თითქოს კონსტრუქციულები იყვნენ. ეს იყო კოორდინირებული მათი საერთაშორისო პატრონების მხრიდან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ ნაწილს დესტრუქციულობის იარლიყი მიანიჭეს, მეორე ნაწილს კი კონსტრუქციულობის საფარი. ეს არის საზოგადოების სრული შეურაცხყოფა, ასე რომ ვალდებულებაც კი გვქონდა, რომ მსგავს პარტიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიგვეღო“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
ცნობისთვის, სახელისუფლებო პარტიის ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა.