Loading data...
გიორგი ჩაკვეტაძე: დროებითი საგამოძიებო კომისია მოისმენს ყველა იმ პირის ინფორმაციას, რომელიც იყო მსხვერპლი ამ სისხლიანი დარბევის

„დროებითი საგამოძიებო კომისია მოისმენს ყველა იმ პირის ინფორმაციას, რომელიც იყო მსხვერპლი ამ სისხლიანი დარბევის“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე საუბრისას განაცხადა, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევას და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს განიხილავს. 

ჩაკვეტაძის განცხადებით, მათ არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც კი ჰქონდათ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიაზე ემსჯელათ.

„დროებითი საგამოძიებო კომისია მოისმენს ყველა იმ პირის ინფორმაციას, რომელიც იყო მსხვერპლი ამ სისხლიანი დარბევის. ყველაფერი იყო აქციის დაშლის გარდა.

როდესაც რეჟიმის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებებით გამოდიოდნენ, ამბობდნენ, თითქოს ეს იყო პროპორციული ძალა, რომელიც გამოიყენეს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, რაც იყო სრული სიცრუე, რაც დაადასტურა, მათ შორის, ევროპულმა სასამართლომ.

ჩვენ არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც გვქონდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ემსჯელა დროებით საგამოძიებო კომისიას“, - აღნიშნავს ჩაკვეტაძე.