Loading data...
გიორგი ჩაკვეტაძე დაანონსებულ „კორძის“ კონცერტზე: წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე, როდესაც გამოკვეთილად ანგაჟირებულ „ნაცაქტივისტს“ აფინანსებს დანიის მთავრობა და ევროკავშირი

„წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე, როდესაც გამოკვეთილად ანგაჟირებულ „ნაცაქტივისტს“ აფინანსებს დანიის მთავრობა და აფინანსებს ევროკავშირი“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ ევროკავშირის მხარდაჭერით, სექტემბრის ბოლოსთვის დაანონსებული „კორძის“ კონცერტის შესახებ ფაქტის კომენტირებისას.

„როდესაც მაგალითად, საუბარი იყო „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაზე, პოლიციელების დაწვაზე, არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა ამ ყველაფრის დაგმობა ევროკავშირის, ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან. მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს არც ის, რომ ხდება ასეთი ტიპის რადიკალიზმის დაფინანსება და მხარდაჭერა.

აუცილებელია, რომ დანიის წარმომადგენლობამ, ევროკავშირმა, ევროკავშირის ოფისმა საქართველოში კონკრეტული განცხადებები გააკეთოს და აუხსნას საზოგადოებას, რატომ აფინანსებენ ასეთი ტიპის პროექტებს“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.