Loading data...
გია ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ

„ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ეს მიზანი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2022 წლის შემდეგ.

„ბლოგერები გამოვიდნენ, არც ვიცოდი, ასეთი გამწარებული ანტიქართული განწყობა თუ კიდევ არსებობდა. აქედან გამომდინარე, პროვოცირება იმისა, რომ აქ სერიოზული პროცესები დაიწყოს, საოკუპაციო რეჟიმი აგრესიული გახდეს... თავს ვერ ვაძლევ უფლებას, რომ ყველაფერზე ვილაპარაკო. ყველა ასეთი შემოგდებული ინფორმაცია მიმართულია იმისკენ, რომ დავბრუნდეთ ისეთ რეჟიმში, როცა ისვრიან. უნდათ, რომ შეაჩერონ [განვითარება].

ასე ხომ არ არის პრიმიტიულად, ვინ დაიწყო ომი - რუსეთმა თუ საქართველომ. პროცესი მიმდინარეობდა. დოკუმენტები მაქვს, სადაც აშშ-ის საერთაშორისო პოზიციაც არის, რომელიც უცებ შეიცვალა.

უცებ ვიღაცას აწყობს, როგორც თავად ამბობენ, „რუსეთის უკანა ეზოში“ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს. ეს მიზანი გაცილებით აშკარაა და დაიწმინდა სურათი 2022 წლის შემდეგ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.