გია ვოლსკი: შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს
„შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის ჩავარდნილ სცენარებსა და მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა.
“მიდიხარ [ოპოზიცია] სადღაც, საიდანაც ფული მოგივიდა, ინსტრუქცია მოგივიდა, დაგიწერეს სცენარი და ამბობ, რომ ვერ ვახორციელებ სცენარს. არჩევნების წინ მხოლოდ USAID-ის ხაზით 41 მლნ დახარჯეს, გამოქვეყნდა ეს. ვიღაცა პასუხს გთხოვს. „
იმედია“ აქ, რომელსაც უსმენენ, იქ [ოპოზიციური მედია] სხვანაირად არის, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს პროპაგანდა, რომელიც არც კი უშვებს სხვა აზრს, რომელიც შეიძლება საზოგადოებამ მოისმინოს, ახლა კიდევ „ლელომ“ დანიშნა ხელმძღვანელი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.