Loading data...
გია ვოლსკი: საქართველო განიხილება პროქსი ომში მხოლოდ საზარბაზნე ხორცის როლში და დამთავრდა, წერტილი, ამის იქით, დღეს ახალი პოლიტიკა არ არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს მიმართ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები პოლიტიკურად მოტივირებულია და არა ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიული მიდგომა და სამართლიანი შეფასებები არ ჩანს.

„დღეს, გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და არანაირი პროფესიონალური მიდგომა ამ საკითხის მიმართ არ არსებობს. არც კრიტიკაა უკვე დასაჯერებელი და არც პოზიტიური შეფასებები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სომხეთს და მოლდოვას წარმატებას არ ვუსურვებთ, მაგრამ აკრიტიკებენ ერთია, საქართველოზე პოზიტიური გადაწყვეტილება იყო მიღებული, მაგრამ ეს არანაირად არ კარნახობს ფონ დერ ლაიენს ან მარტა კოსს, რომ საქართველოს მიმართ ობიექტური შეფასებები გააკეთონ.

საქართველო განიხილება პროქსი ომში მხოლოდ საზარბაზნე ხორცის როლში და დამთავრდა, წერტილი. ამის იქით, დღეს ახალი პოლიტიკა არ არსებობს“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.