გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის
მე არა მგონია, რომ ახალგაზრდები დაირაზმებიან და ყველა მიაჩერდება ტელეეკრანებს, რათა სწორი ინფორმაცია მიიღონ ამ დებატებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის.
„თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, არ გულისხმობს იმას, რომ ის ბრალდებები, რაც ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული, არ გულისხმობს იმას, რომ ამ დანაშაულების ჩამდენ ადამიანთან ილაპარაკო, მით უმეტეს თუ წინაპირობებს აყენებენ.
თვითონვე დარაზმეს ხალხი იმისთვის, რათა კანონს დაპირისპირებოდნენ, თვითონვე მოატყუეს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ არჩევნები გაყალბებით ჩატარდა. ბევრმა კიდევ არ იცის, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარება გამორიცხავს ყველანაირ მანიპულაციას. ბევრს ჰგონია, რომ ინტერნეტსისტემაში შეერთება შეიძლება აძლევდეს საშუალებას რუსულ დაზვერვას, რომ მოეხდინათ რაიმე გავლენა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.