1789967466
პოლიტიკა
გია ვოლსკი: მეტი ინვესტიცია, მეტი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებისა და ხვალინდელი დღის განმაპირობებელი ფაქტორებია და ამის გარეშე ქვეყანა ვერც განვითარდება და ვერც გადარჩება
„შემოტევა, რომელიც ხორციელდება ერთი მხრივ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ, გაძლიერებულია იმ შემოტევით, რომელსაც ვითომდა კონსერვატიული მოძრაობა აწარმოებს საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ, რითაც ვოლსკი „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
„მეტი ინვესტიცია, მეტი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებისა და ხვალინდელი დღის განმაპირობებელი ფაქტორებია და ამის გარეშე ქვეყანა ვერც განვითარდება და ვერც გადარჩება, მსოფლიოში არსებულ ამ მძიმე ვითარებაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.