Loading data...
გია ვოლსკი: ჰელსინკის ჯგუფში შეხვედრა იმ მიზანს ემსახურება, რომ როგორმე ზურაბიშვილისგან და ხიდაშელისგან ლიდერები შექმნან, ისეთი ლიდერები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას დაუპირისპირდებიან

„სამწუხაროსაც ვერ დაარქმევ იმას, რასაც სალომე ზურაბიშვილი ან თინა ხიდაშელი სჩადიან, ეს არის სამშობლოს და პოლიტიკური პრინციპების უგულებელყოფა, ეს პირდაპირ ქვეყნის ღალატია“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მათი მიზანია, ეკონომიკური ომის გამოცხადება და სამხედრო დაპირისპირება

„მთავარ კითხვას პასუხს ვერ სცემენ, რუსეთთან მიმართებით რას გააკეთებენ, თუ ხელისუფლებაში მოვლენ? – ამაზე პასუხი არ არის. მათი მიზანია, ეკონომიკური ომის გამოცხადება და სამხედრო დაპირისპირება. ამის იქით არანაირი სხვა გეგმა არ არსებობს. ჰელსინკის ჯგუფშიც ეს შეხვედრაც იმ მიზანს ემსახურება, რომ როგორმე, სალომე ზურაბიშვილისგან, ყოფილი პრეზიდენტისგან და თინა ხიდაშელისგან ლიდერები შექმნან. ისეთი ლიდერები შექმნან, რომლებიც საკუთარ ქვეყანას დაუპირისპირდებიან. არც ამ ადამიანების რესურსი იციან და არც მათ მიმართ დამოკიდებულება“, – განაცხადა ვოლსკიმ.