Loading data...
გია აბაშიძე: BBC-ს სიუჟეტად ცნობილ ბინძურ პასკვილზე სუს-ის გამოძიება იმასაც გამოავლენს, რეალურად თუ როდის იყენებდნენ ნაცჯალათები ნამდვილ ქიმიურ იარაღს პროტესტების წინააღმდეგ, პანდორას ყუთი გახსნილია, არაერთ გარეწარს ვიხილავთ მართლმსაჯულების პირისპირ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნივთიერებები, რომელზეც BBC-ს სტატიაშია საუბარი, შს სამინისტროს 2012 წლამდე ჰქონდა შეძენილი“.

როგორც აბაშიძე წერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება რეალურად გამოავლენს, თუ როდის და როგორ იყენებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ქიმიურ იარაღს პროტესტების დროს.

„BBC-ს სიუჟეტად ცნობილ ბინძურ პასკვილზე სუსის გამოძიება იმასაც გამოავლენს, რეალურად თუ როდის იყენებდნენ ნაცჯალათები ნამდვილ ქიმიურ იარაღს პროტესტების წინააღმდეგ, პანდორას ყუთი გახსნილია. არაერთ გარეწარს ვიხილავთ მართლმსაჯულების პირისპირ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს: „ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შს სამინისტროს და იყენებდა მას 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ სამინისტროს არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს!“, - წერს აბაშიძე.