გერმანიის ელჩის გასაიდუმლოებული შეხვედრა ოპოზიციის დაჯგუფებებთან - ფიშერი რადიკალ აქტივისტებს არწმუნებს, რომ პროტესტი არსებული ფორმით შედეგს არ მოიტანს, აუცილებელია საქართველოში ირანის სცენარით მოვლენების განვითარება და მსხვერპლი
ცნობილი ხდება, რომ 15 იანვარს გერმანიის საელჩოში, ელჩ პეტერ ფიშერთან შეხვედრა გამართეს რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრებმა. მკაცრად გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე დამსწრე პირებს შორის იყვნენ აქტივისტები: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი, დავით ქაშიაშვილი.
არსებული ინფორმაციით, პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს პროცესების რადიკალიზაციის აუცილებლობაზე ესაუბრა და მათ განუმარტა, რომ მსხვერპლის არსებობა გამოიწვევს მასობრივ და რადიკალურ პროტესტს, მაგალითად კი ირანში არსებული ვითარება მოიყვანა.
უფრო კონკრეტულად, გერმანიის ელჩი აქტივისტებს უხსნიდა, რომ „დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს, რის გამოც, აუცილებელია, რომ როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, რაც გადაიზარდა მასობრივი რადიკალურ პროტესტში - ასეთივე სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში“.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ფიშერმა დამსწრე ორგანიზაციების შემდგომი დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონტაქტი ექნება ლუკა მიშველაძესთან და სწორედ მას გააცნობს დაფინანსების დეტალებს.
აღსანიშნავია, რომ ლუკა მიშველაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრია. მის სოციალურ ქსელში ვხვდებით ელჩ ფიშერთან და რადიკალ აქტივისტ ანნი ფრიდონაშვილთან ერთად გერმანიის გაერთიანების დღის საზეიმო მიღებაზე გადაღებულ ფოტოებსაც.
Happy German Unity Day!
— Luka Mishveladze 🇬🇪 (@LukaMishveladze) October 3, 2025
I believe the day will also come for Georgia, when we get rid of the Regime and reunify our country.
Then we too will invite foreigners to celebrate Georgia's Unity Day.
Until then, sleep well, tomorrow we have to take care of each other. pic.twitter.com/uo4GK3gLFm
Today is @APhridonashvili's birthday.
— Luka Mishveladze 🇬🇪 (@LukaMishveladze) October 3, 2025
Anni and I have been through a lot during the student protests against the pro-Russian regime in Georgia.
Congratulations, Anni. I hope our struggle ends well and that life continues in a free and liberated Georgia. pic.twitter.com/GOnqJ8adP8