Loading data...
გენო პეტრიაშვილი: ჩვენი გუნდი იქნება ის, ვინც მიიყვანს ქვეყანას გაერთიანებამდე

„მე პირველ რიგში ჩემი სამშობლო - საქართველო მიყვარს და ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი ძალიან ბევრ მაგარ საქმეს გააკეთებს. დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს და ავაშენებთ ძალიან მაგარ სახელმწიფოს“, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, „ქართული ოცნების“ სიის მე-7 ნომერმა გენო პეტრიაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა. 

„ოკუპანტების მიერ ჩემი გატაცება - ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი წარსულია და გადავლახე, გავიმარჯვე ძალიან ბევრ რამეზე, ძალიან დიდ სირთულეზე.

წარმოშობით სამაჩაბლოდან ვარ, ძალიან მიყვარს და გული მტკივა, რომ დროებით ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი გუნდი იქნება ის, ვინც მიიყვანს ჩვენს ქვეყანას გაერთიანებამდე და ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოს ავაშენებთ“, - აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა