Loading data...
„გაუგონარი მოვლენა და სიძულვილის მხარდაჭერა“ - კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კირთაძის მიწვევაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დავით კირთაძის, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს ცესკოს 16 ნოემბრის სხდომაზე სახეში საღებავი შეასხა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრაზე მიწვევას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სიძულვილის მხარდაჭერა.

„რაც შეეხება დავით კირთაძის მისვლას ევროკავშირის ოფისში, ეს არის გაუგონარი მოვლენა და ეს არის, რა თქმა უნდა, სიძულვილის მხარდაჭერა, რაც ძალიან შემაშფოთებელია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.