1766038428
პოლიტიკა
გაბუნია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნაზე: ისინი ნაწყენები არიან საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ საქართველო არ წაჰყვა მათ ისეთ პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანას მიიყვანდა დაღუპვამდე
კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნას აფასებს.
„ის საკითხები, რაზეც ჩვენ განსაკუთრებით, ბოლო ორი წელია, ვსაუბრობთ, თავად ევროკავშირშიც აწუხებთ. მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით არც ისე დიდი ხნის წინ მოვისმინეთ განცხადება, რომ თავად აპირებენ ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას.
ისინი ნაწყენები არიან საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ჩვენ პრაგმატული, თანმიმდევრული და საქართველოს ინტერესებით ნაკარნახევი პოლიტიკით დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები და საქართველო არ წაჰყვა მათ ისეთ პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანას მიიყვანდა დაღუპვამდე“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.