Loading data...
ევროპარლამენტის ანგარიში: ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს თავის მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მას მიეცეს საზღვარგარეთ აუცილებელი სამედიცინო მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა

ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს თავის მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მას მიეცეს საზღვარგარეთ აუცილებელი სამედიცინო მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშში.

„ევროპარლამენტი, გარდა ამისა, მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტის წევრებისთვის მიხეილ სააკაშვილთან და სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან შეუფერხებელი წვდომა. სააკაშვილს უკვე ოთხ წელზე მეტია აღკვეთილი აქვს თავისუფლება და იგი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო პოლიტიკური პატიმარია“, - ნათქვამია ანგარიშში.