Loading data...
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ დამფუძნებელ ყრილობაზე დაამტკიცა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდება, ასევე აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელი და სხვა სტრუქტურული ერთეულები.

პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან: ვახტანგ შაქარიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი და ბიძინა გიორგობიანი. აღმასრულებელ მდივნად – ვახტანგ შაქარიშვილი. სარევიზიო კომისიის წევრებად – ნიკოლოზ ზედგინიძე, თორნიკე ზედელაშვილი და ხათუნა ხუნდაძე.

ითქვა, რომ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიზნებია: საზოგადოებაში ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების დაცვა; ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის მოპოვება და შენარჩუნება; ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა; დამოუკიდებლობის განმტკიცება; ქვეყნის ეკონომიური, სოციალური და კულტურული განვითარება.