1769255774
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი საია-ზე: ეს ვითომდა, უფლების დამცველი ორგანიზაცია დაკავებულია სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებით და სწორედ ამისთვის აფინანსებენ მას უცხოეთიდან
„სარჩელში, რომელიც საია-მ შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში ცალსახად იყო ისეთი მოთხოვნები, რომელიც სასამართლომ არც კი მიიღო განსახილველად“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საია-ს სარჩელის მიხედვით, დღეს უკვე ჩანს, რომ სასამართლო მას არ დააკმაყოფილებს.
„ეს ვითომდა, უფლების დამცველი ორგანიზაცია [საია] დაკავებულია სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებით და სწორედ ამისთვის აფინანსებენ მას უცხოეთიდან.
სარჩელში, რომელიც საია-მ შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში, ცალსახად იყო ისეთი მოთხოვნები, რომელიც სასამართლომ არც კი მიიღო განსახილველად. ახლა ვითარება იმგვარად არის, რომ დარჩენილ მცირედ ნაწილშიც, კითხვები აქვს სასამართლოს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.