ეკა სეფაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს არის კიდევ ერთი ძალიან კარგი არგუმენტი მათ წინააღმდეგ
„იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობა აპირებს გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი პარტიის აკრძალვის შესახებ, მხოლოდ დადებითს ვხედავ,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელის კომენტირებისას.
ეკა სეფაშვილის თქმით, სარჩელის შეტანით, კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს უცხო ქვეყნის აგენტობას.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი [ნაციონალური მოძრაობა] ამტკიცებდნენ, რომ არ იღებდნენ დავალებებს და არ იყვნენ აგენტები. ახლა, პირდაპირ აღიარეს, რომ არიან აგენტები.
იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობა აპირებს გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი პარტიის აკრძალვის შესახებ, მხოლოდ დადებითს ვხედავ. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი, თან ძალიან კარგი არგუმენტი მათ წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ თუ როგორ მავნებლობენ სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ და როგორ უპირისპირდებიან საქართველოს კონსტიტუციას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.