Loading data...
ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოცემა „პუბლიკისთვის“ ჟურნალისტიკის პრიზის გადაცემით საქართველოში ევროსკეპტიციზმს აღვივებს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025“-ის ერთ-ერთ ნომინაციაში ონლაინ გამოცემა „პუბლიკისთვის“ პრიზის მინიჭების საკითხს ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან უტიფრული ნაბიჯი გადაიდგა.

„ეს არის გაუგონარი უტიფრობა და ღირებულებებისგან დაცლა, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს არის სიგნალი ქართველი ხალხისათვის და იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები არის მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, სწორედ ასეთი ქმედებები აღვივებს ევროსკეპტიციზმს ქართულ საზოგადოებაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან გადადგმულია უტიფრული ნაბიჯი“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.