1759691785
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე პრეზიდენტის სასახლესთან ძალადობრივი აქციიდან გავრცელებულ ვიდეოზე - დაცვის სამსახურის ოფიცერი, მარტო, უშიშრად, ჯოგის წინააღმდეგ იბრძვის და სახელმწიფოს იცავს! სანამ ეგეთი ლომები ეყოლება საქართველოს, ვერცერთი გადამთიელი ვერაფერს გვავნებს!

„ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის შესასვლელთან ძალადობრივი აქციის ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ კადრებში ჩანს, თუ როგორ იბრძვის აქტივისტების წინააღმდეგ დაცვის სამსახურის ოფიცერი მარტო.
სამხარაძე აღნიშნავს, რომ აუცილებლად მიაგნებს და ქედს მოიხრის ოფიცრის წინაშე.
„ამ ვიდეოში ჩანს დაცვის სამსახურის ოფიცერი, რომელიც მარტო, უშიშრად, ამ აყროლებული, სუნიანი ჯოგის წინააღმდეგ იბრძვის და ჩვენ სახელმწიფოს იცავს! არ ვიცი ეს ღირსეული საქართველოს შვილი ვინ არის, მაგრამ უეჭველი მივაგნებ და მის წინაშე ქედს მოვიხდი! სანამ ეგეთი ფაფარაშლილი ლომები ეყოლება საქართველოს, ვერცერთი გადამთიელი ვერაფერს გვავნებს!”, - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.