1758382443
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე: ვიზიტს აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი რეგიონში სტაბილურობის კუთხით

„ვიზიტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ქვეყანაში ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო აქტიური წინსვლისთვის“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის შეფასებისას.
დიმიტრი ხუნდაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მაღალი დონის ვიზიტი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლობითი ვიზიტი საქართველოში დიდ მნიშვნელობას იძენს და მას აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი რეგიონში სტაბილურობის კუთხით. ვიზიტს ასევე აქვს უდიდესი მნიშვნელობა ქვეყანაში ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო აქტიური წინსვლისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.