1772093404
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა
დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, გარეტ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც ამ თემაზეა საუბარი, მას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით, ცინიკურია, როდესაც დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად „იმედსა“ და „პოსტივიზე“ თავდასხმას ხედავს.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა.